მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს მიზანს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ დავიცვათ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და უზრუნველვყოთ მისი კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 („GDPR“) და EU-US–ს შესაბამისად.

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?
ანგარიშის ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

კომპანია აგროვებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია ვებ-გვერდზე რეგისტარციასა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობისათვის.აღნიშნული პერსონალური მონაცემებია:

ელექტრონული ფოსტა
ტელეფონის ნომერი
საჭიროების შემთხვევაში თქვენ უნდა მოგვაწოდოთ სხვა პერსონალური ინფორმაცია
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: admin@geobrand.net

კომუნიკაცია, შეტყობინებები
გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ჩვენ ვინახავთ ინფორმაციას აღნიშნული კომუნიკაციის შესახებ.

Cookies და მსგავსი ტექნოლოგიები

Cookies და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ მომხმარებლის ქცევებს. მაგალითად: მომხმარებლის მიერ დაწკაპუნებულ ბმულებს, შეკვეთილ პროდუქციას და სხვა. ასევე ვაგროვებთ ამ მონაცემებს ანალიტიკური მიზნებისათვის. ეს გვეხმარება მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები.

მონაცემების და მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია

სისტემა ავტომატურად აგროვებს მონაცემებს იმ მოწყობილობების შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ჩვენს ვებ-გვერდზე და/ან პლატფორმაზე წვდომისათვის. ეს ინფორმაცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგით: ინტერნეტის პროვაიდერი (ISP), ოპერაციული სისტემა, თარიღი, დრო, IP მისამართი და ა.შ.

ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია IP მისამართით, რათა მოვახდინოთ მომსახურების პერსონალიზაცია.

რისთვის და როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?

მომხმარებლის მიერ ჩვენს პლატფორმასთან უკუქმედების შესაფასებლად ვიყენებთ ინსტრუმენტს, სახელწოდებით “Google Analytics”. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Google-ს მისამართზე: https://policies.google.com/privacyშეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი მიზნებისათვის:

მომხმარებლის იდენტიფიკაცია
ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება
მომხმარებელთან კონტაქტი
სერვისის გაუმჯობესება
უსაფრთხოების მიზნები, თაღლითობის თავიდან აცილება
მოქმედი კანონებისა და დებულებების დაცვა
პერსონალური მონაცემების შეგროვების წყაროები

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას.

პერსონალური მონაცემების წაშლა

მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ აბონენტის ანგარიში აქტიურია ჩვენს ვებ-გვერდზე. როდესაც მომხმარებელი აუქმებს ანგარიშს, მის შესახებ შენახული პერსონალური ინფორმაციაც იშლება, გარდა იმ აუცილებელი ინფორმაციისა, რომელსაც ორგანიზაცია საჭიროებს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე.


Geobrand.net – ინდ. მეწარმე ჯონი კვარაცხელია – ს/კ 62006063314